Android 9 Pie: ყველაფერი, რაც ანდროიდის ახალი ვერსიის შესახებ უნდა იცოდეთ
Google-ის ოპერაციული სისტემის ანდროიდის შემდეგი ვერსიის სახელი უკვე ცნობილია: Pie. ანდროიდ Pie-ს მრავალი ახალი ფუნქცია ექნება: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ელემენტის ეკონომიური გამოყენება, ჟესტური ნავიგაცია, გაძლიერებული უსაფრთხოება და ა.შ.
ანდროიდის ახალი ვერსია განახლებული დიზაინით გამოირჩევა. ის განსაკუთრებულად ფერადია და ახალი ანიმაციებიც აქვს, ხოლო სისტემის ინტერფეისი წინა ვერსიებთან შედარებით უფრო მომრგვალებულია.
როგორ გადმოვწერო ანდროიდის ახალი ვერსია?
თუ Google Pixel ან Essential Phone-ის სმარტფონი გაქვთ, თქვენ განახლების გადმოწერა ინტერნეტით, სმარტფონის პარამეტრებიდან შეგიძლიათ, ხოლო სხვა მწარმოებლის ანდროიდის სმარტფონის ქონის შემთხვევაში განახლების გადმოწერას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეძლებთ.
ჟესტური ნავიგაცია
ანდროიდ Pie-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ანდროიდის ტრადიციული ღილაკების ჟესტური ნავიგაციით ჩანაცვლებაა. ანდროიდის შექმნის დღიდან, მის სისტემაში ნავიგაციისთვის ტელეფონის ქვედა ნაწილში არსებულ სამ ღილაკს ვიყენებდით. Pie-ში ეს სამი ღილაკი ერთით არის ჩანაცვლებული, რომელიც შუაშია განლაგებული და ოდნავ წაგრძელებული ფორმა აქვს.
თუ მას ერთხელ დააჭერთ, თქვენ საწყის ეკრანზე მოხვდებით, თუ მას მარჯვნივ გააცურებთ, თქვენ გახსნილ აპლიკაციებს შორის გადართვას შეძლებთ. უკან გასვლის ღილაკი კი საჭიროების შემთხვევაში ეკრანზე თავისით გამოჩნდება.
ნავიგაციის ახალი სისტემაზე გადასვლა ჯერჯერობით სავალდებულო არ არის, მისი ჩართვა-გამორთვა პარამეტრებიდანაა შესაძლებელი.
პეიზაჟის რეჟიმის შეთავაზება
ეს ერთი შეხედვით პატარა ცვლილება ძალიან მოსახერხებელია. ალბათ უმეტესობა თქვენგანს პეიზაჟის რეჟიმი დაბლოკილი აქვს, რათა ტელეფონმა ეკრანი შემთხვევით არ ამოატრიალოს.
ახლა, როდესაც ტელეფონს გამიზნულად ამოატრიალებთ ეკრანზე პატარა ღილაკი გამოჩნდება, რომლითაც სმარტფონს პეიზაჟის რეჟიმში გადაიყვანთ მაშინაც კი, როდესაც ეს ფუნქცია გამორთული გაქვთ.
საათი მარცხნივ
ახალ ანდროიდში საათი ტრადიციული მარჯვენა მხარის ნაცვლად, მარცხნივ იქნება. ახალ სმარტფონებში საკმაოდ ხშირია ეკრანის ზედაპირის გაზრდის მოტივით გამოწვეული შავი ჭრილი, რომელშიც კამერა და სხვა სენსორებია ჩამონტაჟებული. საათის მარცხნივ გადატანა არსებული სივრცის უკეთ გამოყენებას ემსახურება.
"მოქნილი" ელემენტი და ეკრანის განათების დონე
მოქნილი (adaptive) ელემენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციაა, რომელიც Pie-ს აქვს. გუგლმა ამისთვის თავისი შვილობილი კომპანიის Alphabet-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სისტემა DeepMind გამოიყენა.
სისტემა დააკვირდება და შეისწავლის იმას, თუ როგორ იყენებთ სმარტფონს და ამის მიხედვით განსაზღვრავს, რომელ აპლიკაციას რა რაოდენობის ენერგია მიაწოდოს. Google Pixel-ის სმარტფონებზე სისტემის ტესტირებამ აჩვენა, რომ ამ სისტემას ელემენტის ხანგრძლივობის გაზრდა დაახლოებით 20 პროცენტით შეუძლია, რაც დიდი მიღწევაა.
ხელოვნური ინტელექტი ასევე ჩაშენდა ანდროიდ Pie-ს ეკრანის განათების დონის კონტროლში. სმარტფონი დააკვირდება და ისწავლის, თუ როგორ და რა სიხშირით ცვლით ეკრანის განათების დონეს, რათა მან ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში შეასრულოს.
აპლიკაციების რეკომენდაცია
ანდროიდის ახალ ვერსიაში ხელოვნური ინტელექტი ხშირად გვხვდება. სმარტფონი ეცდება გამოიცნოს, დროის კონკრეტულ მომენტში რომელი აპლიკაცია გვჭირდება. მაგალითად, თუ თქვენ ყოველ დილით სავარჯიშოდ მიდიხართ და მუსიკას უსმენთ, სმარტფონი ამას დაიმახსოვრებს და დილით მენიუში პირველ აპლიკაციად Spotify-ს ან Google Music-ს დაგვახვედრებს.
უსაფრთხოება
Google განახლებაში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. დღეიდან სხვადასხვა აპლიკაციებს თქვენს მიკროფონთან, ადგილმდებარეობასთან, კამერასთან და ქსელთან წვდომა მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც კონკრეტული აპლიკაცია აქტიურია.
ამ დრომდე აპლიკაციებს ამ სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა მაშინაც ჰქონდათ, როდესაც ისინი უკანა პლანზე, არააქტიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ციფრული კეთილდღეობა
Google ამჟამად ახალ ფუნქციებს ცდის, რომლებიც სმარტფონებზე მიჯაჭვულობასთან საბრძოლველად შეიქმნა. ანდროიდს ექნება სპეციალური პანელი, რომელიც დაგითვლით, თუ საშუალოდ რა დროს ხარჯავთ ტელეფონზე. თქვენ ასევე შეგეძლებათ კონკრეტულ აპლიკაციებს დროის ლიმიტი დაუწესოთ, ხოლო როდესაც ძილის დრო მოვა, სმარტფონი ტელეფონს ვიბრაციის რეჟიმზე გადაიყვანს. ეკრანს შავ-თეთრ რეჟიმზე გადართავს და განათებას ავტომატურად ჩაუწევს, რათა ტკბილად დაგეძინოთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები