ნიკა ჩალახშაშვილი გრაფიკული დიზაინერია. მას სურდა რომ აგვისტოს ომი და რუსეთის ოკუპაცია საკუთარი შესაძლებლობებით გაეპროტესტებინა.

როგორც ნიკამ On.ge-ს უთხრა, მან შექმნა ილუსტრაციები რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე. თითოეულ მათგანს ინგლისურად წარწერა აქვს — My country is occupied by Russia [ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული].

"7 აგვისტოს, რუსეთმა განაახლა სამხედრო მოქმედებები საქართველოში და შეეცადა მთლიანი ქვეყნის ოკუპირებას. ომი ოფიციალურად 5 დღეს გაგრძელდა, თუმცა იქ ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით მათგანმა კი სახლები დაკარგა. 10 წლის შემდეგ, რუსეთი სამწუხაროდ იგივეს აგრძელებს. ქართველები ბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ ომი არ წაუგიათ", - ამბობს ხელოვანი.

დაათვალიერეთ ნიკას ნამუშევრები: