ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს მილიონობით ჭიანჭველის მიერ აშენებული დაკიდული ხიდი კრაზანების ბუდის დასაპყრობად.

ვიდეო ბრაზილიელმა ელექტრო-ინჟინერმა ფრანჩესკო ბონიმ გადაიღო და ტვიტერზე ატვირთა.

ბონი გამოქვეყნებულ ტვიტში ამბობს, რომ ასეთი დონის ჯგუფური ინტელექტი და რთული სოციალური ქცევა ძალიან შთამბეჭდავია.

ასეთი შეტევისას კრაზანები ბუდეს მალევე ტოვებენ, ხოლო ჭიანჭველები ბუდეში მანამ რჩებიან, სანამ მას ბოლომდე არ დააცარიელებენ. მათ გამოაქვთ კვერცხები, ლავრა, უტევენ იმ კრაზანებსაც, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს.

თუ ვიდეოს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჭიანჭველებისთვის ბუდემდე მისაწვდომი თითქოს უფრო ადვილი გზაც არსებობს - ჭერზე მიკვრით გავლა.

ბონი ხსნის, რომ ჭიანჭველებისთვის ბევრად უფრო ადვილია ხიდით შექმნილ ბილიკზე გავლა, რომელიც ჯერ დაბლა ჩადის და შემდეგ - მაღლა, ვიდრე ჭერზე ამოყირავებული ცოცვა.