ბოლო წლების NBA-ში მთავარი დაპირისპირება ჯეიმსი VS გოლდენ სტეიტია. ჯეიმსის შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, იგი მაიამიში იქნება, კლივლენდში თუ ლეიკერსში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გოლდენ სტეიტი თავის ბოლო ოთხ სუპერფინალში სწორედ იმ გუნდს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯეიმსი ლიდერობდა.

მას, შემდეგ, რაც ლებრონმა კალიფორნიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მთავარი კითხვა, რაც გაჩნდა, არის ის, შეძლებს თუ არა "მეფე" ოკლენდელთა დამარცხებას.

თუმცა, ცხადია, სანამ საქმე პლეიოფამდე ან რეგულარულ ჩემპიონამადე მივა, მანამდე ისინი წინასასეზონო მატჩებში შეხვდებიან. ეს კი, როგორც დღეს გაირკვა, 10 ოქტომბერს ლას-ვეგასში და 12 ოქტომბერს სან-ხოსეში მოხდება.