ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა:

"დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიტების მშვიდობიან მოგვარებას".