ქალი საოცრება, გალ გადოტი ახალ მინისერიალში ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავის ჰედი ლამარის როლს მოირგებს.

შოუ ტელეარხ Showtime-ზე გავა და მას სერიალ The Affair-ის შემქმნელები გადაიღებენ.

ჰედი ლამარი ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობი და MGM-ის ოქროს ხანის პერიოდის ერთ-ერთი დიდებული ვარსკვლავი იყო.

ჰედი ასევე გამომგონებელიც იყო, ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, რაც კომპიუტერამდელი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უკაბელო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების საწყისია, მოკლედ რომ ვთქვათ, დიდწილად ლამარის დამსახურებაა Wi-fi-ს საშუალებით ახლა ამ სტატიას რომ კითხულობთ.

გაიგეთ მეტი: ჰედი ლამარი – ბრწყინვალე გონება, რომელსაც WiFi-ს, GPS-სა და Bluetooth-ს უნდა ვუმადლოდეთ