იტალიაში, ბოლნიის აეროპორტიკსენ მიმავალ გზაზე ორი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა და აფეთქდა. Reuters-ის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია.

იტალიური მედია წერს, რომ სატვირთოები ერთმანეთს ხიდზე შეეჯახნენ, აფეთქების შემდეგ კი ხიდის ნაწილი ჩაინგრა და სხვა რამდენიმე მანქანაც აფეთქდა.