საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Windfor's-თან ერთად შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სოციალურ მედიაში ჭეშმარიტად ადამიანური ემოციების აღმოჩენა შეუძლია.

6 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მოგზაურების პოსტებს ახარისხებდა, რომელთა მიხედვითაც საბოლოოდ შეიქმნა ყველაზე ზუსტი გზამკვლევი, რომელიც 7 მილიონზე მეტი ტურისტის ემოციებს ეფუძნება.

ნახეთ, რას წერენ ტურისტები საქართველოზე:

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გახლავთ უშუალო, გულწრფელი და ცენზურაგაუვლელი მიმოხილვები, რომლებიც დაწერილია არა პროფესიონალ მოგზაურთა მიერ, არამედ ჩვეულებრივი ტურისტების - მთელ მსოფლიოში მოგზაური პირების მიერ, რომლებიც ნამდვილად ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას.

გზამკვლევის როგორც ბეჭდური, ისე ინტერაქტიული ციფრული ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია.