ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი, მალე, კინო ეკრანიდან ტელევიზიის ეკრანზე გადაინაცვლებს და იმ A კატეგორიის ვარსკვლავებს შეუერთდება, რომლებიც კინო და სატელევიზიო როლების ერთმანეთთან შეთავსებას წარმატებულად ახერხებენ.

Maniac, ასე ერქმევა ნეტფლიქსის ახალ შოუს, რომელშიც ემა ჯონა ჰილთან ერთად ითამაშებს.

ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა სერიალის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა:

ახალი დრამის სცენარს პატრიკ სამერველი დაწერს, მისი სიუჟეტი და 2014 წლის ნორვეგიულ სერიალზე იქნება დაფუძნებული და ის ფსიქიატრიულის პაციენტებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ ფანტაზიაში ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ემა სტოუნთან ერთად სერიალში ვიხილავთ - ჯონა ჰილს, სალი ფილდს და ჯასტინ ტერუს.

შოუს პრემიერა 21 სექტებერს შედგება.