აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ შონდა რაიმსმა, რომელიც სერიალების Grey's Anatomy, Scandal, How to Get Away with Murder და ა.შ. ავტორია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ABC-ის დატოვა და Netflix-ზე გადავიდა.

შონდამ არხთან პირველ ეტაპზე ოთხ წლიანი კონტრაქტი გააფორმა, საბოლოო ჯამში კი $480 მილიონს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ შონდას ნეტფლიქსმა მისი კომპანია შონდალენდისთვის დამოუკიდებელი ფართიც გამოუყო.

როგორც შონდა ამბობს, ნეტფლიქსზე მას დიდი გეგმები აქვს. პირველ შოუზე მუშაობა კი უკვე დაწყებულია.

ანა დელვეის ისტორია

ლეგენდარული სცენარისტის პირველი სერიალი ახალ არხზე ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიაზე იქნება დაფუძნებული და ის ანა დელვეის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც მოახერხა და ნიუ-იორკის მაღალი წრის საზოგადოებაში მაოხერხა თავის დამკვიდრება. დელვეი ასობით ადამიანი ფინანსურად მოატყოა და მათი ქონება მიითვისა. ამჟამად ის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს.

ბრიჯერტონების ოჯახი

კიდევ ერთი სერიალი, რომელსაც შონდა ნეტფლიქსზე შექმნის, ჯულია ქუინის ბესტელერი წიგნის ეკრანიზაცია იქნება. სიუჟეტი ლონდონში მცხოვრები ბრიჯერტონების ოჯახის შესახებ იქნება. ეს არის ისტორია მდიდარ, სექსუალურ, წარმატებულ, თუმცა ამრტოსულ ქალებზე და კაცებზე.

The Warmth of Other Suns

შონდა რაიმსი ამ შემთხვევაშიც წიგნის ეკრანიზაციას მიმართავს. The Warmth of Other Suns პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის, იზაბელა უილკერსონის რომანის ადაპტაცია იქნება. სიუჟეტი 1916 წლიდან 1970 წლამდე პარიოდს ასახავს, სადაც ასახულია აფროამერიკელების ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ.

Pico & Sepulveda

მოქმედება 1840 წელს, კალიფორნიაში ვითარდება, რომელიც იმ დროს მექსიკის ნაწილი იყო. სერიალი მოგვითხრობს იდილიური ეპოქის დასასრულსა და სისხლით სავსე ომის შესახებ, რომლის შემდეგაც კალიფორნია აშშ-ის ნაწილი გახდა.

My Fight for Inclusion and Lasting Change

ნეტფლიქსისა და შონდალენდის მორიგი პროექტი უფლებათადამცველის, ელენ პაოს რეალურ ისტორიაზე იქნება. პაო აქტიურად იბრძოდა და იბრძვის ქალთა უფლებებისთვის.

The Residence

სერიალის სიუჟეტი კეიტ ანდერსონ ბროუერის წიგნის ეკრანიზაცია იქნება, რომელიც მოგვითხრობს თეთრი სახლის შიგნით არსებულ კონფლიქტებსა და დაპირისპირებაზე.

Sunshine Scouts

შავი კომედიის ჟანრის სერიალი თინეიჯერი გოგოების შესახებ მოგვითხრობს, რომლების აპოკალიფსს გადაურჩნენ და ახლა ცხოვრებას თავიდან იწყებენ.

როგორც ხედავთ, შონდა რაიმსსა და ნეტფლიქს წინ ძალიან დიდი გეგმები აქვთ. ჩვენკი ისღა დაგვრჩენია ამ სერიალებს დაველოდოთ.