ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საქართველომ თუ რუსეთმა - ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ზოგადი პასუხი გასცა.

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა რამდენჯერმე ისევ გაუმეროეს, თუმცა ზურაბიშვილმა პასუხი არ გასცა.

"რაც ეხება ომს, ხვალ არის 7 აგვისტო, ზეგ არის 8, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან ბევრი საშუალება ამ თემაზე ვისაუბროთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ამ დრომდე უცნობია დაუჭერს თუ არა ქართული ოცნება მას მხარს.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიას ერქვა "ვინ დაიწყო 2008 წელს ომი - სალომე ზურაბიშვილი ამ კითხვას არ პასუხობს", რაც მოგვიანებით დაზუსტდა.