რაიან მერფისა და ბრედ ფალჩუკის სერიალი, American Horror Story ამჟამად მერვე სეზონის პრემიერისთვის ემზადება. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და FX-ის გადაწყვეტილებით შოუ არხზე კიდევ ორი სეზონით განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინელებათა ჟანრის სერიალის ხილვის საშუალება 2020 წლის ჩათვლით გვექნება.

American Horror Story-ის მერვე სეზონის გამოსვლამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოუს შემქმნელები ნელ-ნელა ახალ ინფორმაციებს გაგვაცნობენ.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ სერიალის მაყურებლებისთვის უდიდესი სიუპრიზი მოაწყვეს და გაახმაურეს, რომ ლეგენდარული ჯესიკა ლენგი შოუს მერვე სეზონში დაბრუნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მერვე სეზონში ვიხილავთ მსახიობ კოდი ფერნს, რომელიც სერიალში მიქაელ ლანგდომის როლს შეასრულებს. ლანგდომის პერსონაჟი AHS-ის პირველ სეზონში გამოჩნდა და ის შოუს მაყურებლებისთვის უცნობი არ არის.

რაც შეეხება მერვე სეზონის თემას, მკვლელი სახლის, ფსიქიატრიულის, ფრიკ-შოუს, სასტუმროს, როანოკისა და კულტის შემდეგ, წინ აპოკალიფსი გველოდება.

როგორც უკვე იცით, რაიან მერფის სერიალის, AHS, მერვე სეზონში წინა სეზონების - Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს ვიხილავთ. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით.

შოუს მერვე სეზონში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ემა რობერტსს, ივან პეტერსსა და კეტი ბეიტსს. დადასუტებულია ისიც, რომ სერიალში ლეგენდარული ჯოან კოლინზი ითამაშებს.

სერიალის პრემიერა 12 სექტემბერს შედგება.