იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არ ელოდა, თუ მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდებოდა მისი დაკითხვა:

"ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოში მიმდინარე დავაზე იმსჯელონ. მე ვფიქრობ, რომ აღრეულია ცნებები, აღრეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი და ურთიერთდამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, დიდი პატივისცემით მე დღეს მოვედი და მოვისმინე ორი აბსოლუტურად უცნაური შეკითხვა".

თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობა შეაფასა და ხორავას ქუჩის საქმეში დაზარალებულ მშობრებს უთხრა, რომ პროკურატურა, სასამართლო, გამოძიება ბოლომდე სიმართლის მხარეს იყო.

"ის, რომ საგამოძიებო კომისია არსებობს, ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა, რომ ვერავინ, ვერც პროკურორი და ვერც ესენი, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა, ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა ოთხი წუთი გაგრძელდა.