ამერიკულ მედიაში საკმაოდ პოპულარული ბიზნესმენის ლავარ ბოლის თქმით, ლეიკერსის ლეგენდა კობი ბრაიანტს, თავის შვილ ლონზო ბოლთან ცუდი დამოკიდებულება აქვს, რადგან ლონზოს ფავორიტი - ლებრონია.

"რამდენად ხშირად ხდება, რომ შენი საყვარელი კალათბურთელის თანაგუნდელი ხდები? თითქმის არასდროს. მე გეტყვით, რატომ არ უყვარს კობის ლონზო. იმიტომ, რომ მას ლებრონი მოსწონს", - აღნიშნა ლავარმა.

კობი ბრაიანტმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის დრაფტზე ლეიკერსს სწორედ ჯეისონ ტეიტუმი უნდა აერჩია და არა ლონზო ბოლი.