Google Glass აუტიზმის მქონე ბავშვებს ემოციების აღქმაში დაეხმარება
მოწყობილობა სახეებს აანალიზებს და ბავშვებს ემოციების ამოცნობაში ეხმარება.
Google Glass-მა საშუალო სტატისტიკურ მომხმარებლებში საკმარისი პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მალე ის შეიძლება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა გახდეს.
ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია, რომ ვირტუალური რეალობის გამოყენება აუტიზმის მქონე ბავშვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
მეცნიერების ჯგუფმა Google Glass და ანდროიდის სმარტფონი გააერთიანა, ამის საშუალებით კი მათ ახალი სისტემა, Superpower Glass შექმნეს. პროგრამა ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი, რომელსაც სწავლების უნარი აქვს. ის ბავშვებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში მყოფი ადამიანების ემოციების განსაზღვრაში დაეხმარება. აუტიზმის მქონე ბავშვებს სხვა ადამიანების ემოციების აღქმა განსაკუთრებით უჭირთ.
კვლევის ფარგლებში ახალ პროგრამას 14 ბავშვი ორი თვის განმავლობაში ცდიდა. ბავშვთა ასაკი 3-დან 17 წლამდე მერყეობდა, მათ მოწყობილობა ორ სხვადასხვა რეჟიმში გამოიყენეს. კვლევის ბოლოს კი დადგინდა, რომ მოწყობილობის გამოყენების შედეგად ბავშვები სოციალური უნარებთან შეუთავსებლობის ტესტში დაახლოებით 7.5 ქულით ნაკლებს იღებდნენ. მაღალი ქულა უფრო ძლიერად გამოხატულ აუტიზმზე მიუთითებს, დაბალი კი - პირიქით. ჯგუფიდან ექვსმა ბავშვმა კი ტესტში იმდენად დაბალი (უკეთესი) შედეგი აჩვენა, რომ აუტიზმის უფრო ნაკლებად მწვავე კატეგორიაში გადაინაცვლა.
"ოჯახების ნაწილმა განაცხადა, რომ ბავშვის ქცევა რადიკალურად შეიცვალა", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი დენის ვოლი, - "მათ მშობლებთან მზერითი კონტაქტის დამყარება შეძლეს".
მეცნიერები ამბობენ, რომ დამაიმედებელ შედეგებთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექსპერიმენტში საკონტროლო ჯგუფი არ მონაწილეობდა, რაც მოწყობილობის გავლენის განსაზღვრას ართულებს. შემდეგი ეტაპი უფრო ფართო, 70-ბავშვიანი ექსპერიმენტის ჩატარებაა.
ვოლისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილ პროგრამას ადამიანებში სიხარულის, სევდის, გაბრაზების, გაოცების და სხვა ემოციების ამოცნობა შეუძლია. სათვალე კი ბავშვს გარშემო მყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას ატყობინებს. სათვალეში ჩამონტაჟებული თამაშის ფარგლებში, ბავშვებმა მშობლებს უნდა შეხედონ და მათ სახეზე არსებული ემოცია გამოიცნონ.
ვოლი ვარაუდობს, რომ Superpower Glass კომერციულად ხელმისაწვდომი მომავალ წელს გახდება, მანამდე კი კომპანიამ ასეთი მოწყობილობის გაყიდვის ლიცენზია უნდა მოიპოვოს.
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
კომენტარები