პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტმა უკვე 25 წელია რაც ერთად არიან. პირსი, როგორც წესი არასდროს ერიდება თავის ემოციები ღიად გამოხატოს და არც ეს თარიღი აღმოჩნდა გამონაკლისი.

"მადლობა ამ 25 წლიანი სიყვარულისთვის ჩემო სიყვარულო", - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

Thank you for the love my love of these past 25 years, onwards... 🌹❤️

A post shared by Pierce Brosnan (@piercebrosnanofficial) on

ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი და ყოფილი ჟურნალისტი ერთმანეთს 1994 წელს, კაბო სან ლუკასში შეხვდნენ. კილი წვეულებაზე ჟურნალისტის ამპლუაში იმყოფებოდა, პირსი კი გლამურულ წვეულებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

სწორედ აქ დაიწყო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიყვარულის ისტორია, რომელიც 2001 წელს ქორწილით დაგვირგვინდა და აგერ უკვე 25 წელია რაც ისინი სამაგალითო წყვილის სტატუსს ატარებენ.

ბროსნან-სმიტის წყვილმა ერთად ყოფნის იუბილე სანტა ბარბარაში აღნიშნა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი მსახიობმა ამდენწლიანი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილა.

"შეიძლება ჩვენ არც ერთი ჟანრის მუსიკას არ ვუსმენდეთ, მაგრამ აუცილებლად ვუსმენთ ერთმანეთის ხმას, რომელიც საშუალებას გვაძლევს სამყაროსგან იზოლირებულად დავრჩეთ. მას აქვს ის, რაც არავის სხვას და როდესაც კილი მიყურებს, უმოქმედო ვხდები", - ამბობს ბროსნანი.

დაათვალიერეთ ფოტოები და დარწმუნდებით, რომ პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი ნამდვილად სამაგალითო წყვილია: