"მერო ისმინე ხალხის ხმა", - ამ სლოგანით მოძრაობამ რუსეთი ოკუპანტია პერფომანსი გამართა. მიმართვის ადრესატი ქალაქის მერია, რომელსაც საზოგადოება თხოვს, მოსკოვის გამზირს სახელი საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელით შეეცვალოს.

პერფორმანსში აქტივისტებს სახეზე კახა კალაძის ნიღბები უკეთიათ და მისი სახელით ლაპარაკობენ იმას, რისი მოსმენაც მერისგან სურთ. ვიდეოში "მერი" აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ამ ქუჩას ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მისივე თქმით, უხარია რომ თავის გუნდთან ერთად იქნება პირველი, ვინც მოუსმენს მოქალაქეების აზრს, გაითვალისწინებს პეტიციის შედეგებს და ქუჩას სახელს შეუცვლის.

ვიდეოშივე "ქალაქის მერი" ამბობს, რომ შეუერთდება 7 აგვისტოს 7 საათზე რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან გამართულ აქციას, რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნება. ვიდეოს დასასრულს, კახა კალაძის სახელით მოსაუბრე პირები მოსკოვის გამზირს სახელს უცვლიან და არჩილ ტატუნაშვილის სახელს არქმევს.

On.ge დაუკავშირდა თბილისის მერიას და ჰკითხა რას უპასუხებენ ამ პერფორმანსს. მერიაში გვითხრეს, რომ ქუჩაზე სახელის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს. რაც შეეხება აქციას, მათი თქმით, 7 აგვისტოს მერი თბილისში არ იქნება.