ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემამ უხვი ნალექი ვერ გაატარა. მათი თქმით, დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები.

ფოტო: ცოტნე ხარებავა

ფოტო: ცოტნე ხარებავა

ფოტო: ცოტნე ხარებავა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვიოს.

მათივე თქმით, ამ პერიოდში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი სამ-ოთხბალიანი ღელვა.