ავსტრალიელი მსახიობი, ქეით ბლანშეტი IFC-ის გადაცემათა ციკლში Documentary Now! პოპულარული არტისტის, მარინა აბრამოვიჩის როლს მოირგებს.

ეპიზოდს, რომელშიც ბლანშეტი მიიღებს მონაწილეობას Waiting for the Artist ერქმევა და ის 2012 წელს, მარინა აბრამოვიჩის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ანალოგი იქნება.

IFC-ის გადაცემათა ციკლი Documentary Now! ამერიკული კომედიური ფსევდოდოკუმენტური სერიალია, რომელშიც ცნობილი დოკუმენტური ფილმების პაროდიებს იღებენ, იმეორებენ მათ სტილს, თუმცა გამოგონილი თემებით.

დოკუმენტური ფილმი 2019 წლის 20 თებერვალს გავა.