მიუხედავად იმისა, რომ HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Big Little Lies-ის მისამართით ძალიან, ძალიან დიდი მოლოდინია, შოუს შემქმნელები უფრო მეტ ინტრიგას გვთავაზობენ და ნელ-ნელა ისეთ ფოტოებს გვაპარებენ, რომ ვინატროთ შოუ დღესვე დაიწყოს.

მაგალითისთვის ეს სამი ფოტოც კმარა, რომელზეც ჰოლივუდის ორი A კლასის ვარსკვლავი მერილ სტრიპი და რიზ უიზერსპუნი სამკვდო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს, ბრძოლის მთავარი იარაღი კი არც მეტი, არც ნაკლები - ნაყინია.

სამწუხაროდ აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ამ ბრწყინვალე სერიალის მეორე სეზონი მხოლოდ 2019 წელს გამოვა და იქამდე ვერ გავიგებთ, ვინ გაიმარჯვა ნაყინებით ბრძოლაში.