მსახიობები შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჟურნალისტის, მეგინ კელის შესახებ გადაღებულ ფილმში ერთად ითამაშებენ.

კინოსურათზე კინოსტუდია Annapurna იმუშავებს.

მეგან კელის როლს ფილმში შარლიზ ტერონი მოირგებს. რაც შეეხება ნიკოლ კიდმანს, ის FOX-ის ყოფილი თანამშრომლის, გრეტჩენ კარლსონის როლს მოირგებს, რომელმაც არხის აღმასრულებელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

2015 წელს მეგინ კელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო დებატების დროს დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი, ტრამპის მხარდამჭერთა კრიტიკაზე შემდეგ თქვა, რომ ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

სწორედ ამის შემდეგ დატოვა კელიმ FOX და სამუშაოდ NBC-ზე გადავიდა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ტელეწამყვანი ხშირად გამოირჩევა ხისტი შეფასებებითა და არაკორექტული კითხვებით. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გადაცემაში სტუმრად მყოფ ჯეინ ფონდას მოსთხოვა პირდაპირ ეთერში ესაუბრა პლასტიკურ ოპერაციებზე, რასაც ლეგენდარული მსახიობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.