მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ, ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 800 000 ლარი გამოუყო. როგორც ტყიბულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ცქიფურიშვილი On.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამის მიზეზი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ვალი გახდა, რომელსაც ის მუნიციპალიტეტს, 16 ივლისს ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქების გამო ვერ უხდის.

"ჯი-აი-ჯი ჯგუფს უნდა გადაეხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადასახადი და წიაღის მოპოვების გადასახადი ეს ჯამში იყო დაახლოებით 2 მილიონი ჩვენ მივმართეთ შემდეგ ფინანსთა სამინისტროს რამდენჯერმე, ტყიბულის მუნიციპალიტეტი რომ არ დაზარალებულიყო და ამას ითვალისწინებს თვითმმართველობის კოდექსი მივმართეთ თანხის გამოყოფის თაობაზე" - ამბობს ცქიფურიშვილი.

16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტში არსებული 25-ვე შახტი დალუქა.