Pixar-ის სუპერ ოჯახი მეორე ნაწილით დიდ ეკრანზე 2018 წლის 15 ივნისს დაბრუნდა და პირველი კვირის შემოსავლებით ნამდვილ ჰიტად იქცა.

Incredibles 2-ის მეორე ნაწილმა ამერიკის კინოთეატრებში მხოლოდ პირველ კვირაში $180 მილიონი მოაგროვა და ის გახდა პირველი ანიმაციური ფილმი, რომელმაც მსგავს ციფრს მიაღწია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Incredibles 2-ის შემოსავალმა კინოგაქირავებაში უკვე მილიარდი დოლარს გადააჭარბა და ე.წ. "მილიარდელთა კინოკლუბის" წევრი ოფიციალურად გახდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ანიმაციური ფილმი იაპონიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში სულ მალე გამოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.