აშშ-ში, ტეხასის შტატში, სან-ანტონიოს აკვარიუმიდან სამმა ადამიანმა არც მეტი არც ნაკლები, 48-სანტიმეტრიანი ზვიგენი გაიტაცა.

უცნაური ქურდობის ამსახველი კადრები ამავე დაწესებულების სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.

საქმე ის არის, რომ ორმა კაცმა და ერთმა ქალმა, საკმაოდ ძვირადღირებული ცხოველის წასაყვანად საინტერესო ხერხს მიმართა და აკვარიუმიდან მოპარული ზვიგენი შენობიდან ბავშვივად გადაცმული გაიყვანა.

ერთ-ერთი ქურდი, 38 წლის კაცი, ოდნავ მოგვიანებით, ფული მოპარვისთვის დააკავეს. მოპარული ზვიგენი კი სწორედ მის სახლში, აკვარიუმში სხვა ზვიგენებთან ერთად აღმოაჩინეს.

საბედნიეროდ, სან-ანტონიოს აკვარიუმიდან ბავშვივით შენიღბულ ვერც ერთ ზვიგენს ვეღარ გაიტაცებენ, რადგან ჯგუფური დანაშაულის დანარჩენი ორი წევრიც უკვე ნაპოვნი და დაკავებულია.