კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე თქვა, რომ ეს ერის ღალატია. დეკანოზმა ტელეკომპანია იმედთთან საპატრიარქოს სახელით ისაუბრა. ინტერვიუში დეკანოზმა აღნიშნა, რომ ამის გამო საერთოდ გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო და აპირებენ, ამ საკითხზე რეკომენდაციით მიმართონ მთავრობას:

"ჩვენ უარესსაც ველოდებით. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს, ნარკოტიკების ასეთი გაიოლება, უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს... ოთხი კაცი სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, 4 მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფენ და თავიანთი გაუგებარი ლოგიკით იღებენ გადაწყვეტილებებს".

გუშინ, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოწევის დროს პოლიციამ დაგინახათ ან ორგანიზმში აღმოგიჩინეს მარიხუანა, ჯარიმა აღარ დაგეკისრებათ.

რას ნიშნავს მარიხუანის მოხმარების ლეგალურობა — რა რჩება აკრძალული?