NBA-ის 3-გზის ჩემპიონი და 4-გზის MVP-ის, ლებრონ ჯეიმსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპორტს ადამიანების დასაპირისპირებლად იყენებს.

"ბოლო თვეებში შევამჩნიე, რომ იგი (ტრამპი) ცდილობს, სპორტი ჩვენს დასაყოფად გამოიყენოს და ამას ვერ შევეგუები".

"სპორტი იყო პირველი სივრცე, სადაც თეთრკანიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი. სპორტმა მომცა შანსი, ისინი უკეთ გამეცნო და მათ შესახებ მეტი გამეგო. მათ კი მიეცათ შესაძლებლობა, მე გავეცანით. ჩვენ კარგ მეგობრებად ვიქეცით და ვგრძნობდი, რომ ეს სპორტის დამსახურება იყო", - აღნიშნა ჯეიმსმა.

ჯეიმსი, განსხავავებით სხვა ბევრი სპორტსმენისგან, ტრამპსა და მის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს.

საგულსიხმოა ისიც, რომ 2017 წლის ჩემპიონობის აღსანიშნად, სტეფ კარიმ, კევინ დურანტმა და მთლიანად გოლდენ სტეიტმა თეთრ სახლში მისვლაზე უარი თქვა. ცხადია, მიზეზი, დონალდ ტრამპი იყო.