როგორც უკვე იცით, რეჟისორი ჯეიმს განი Guardians of the Galaxy მე-3 სერიას აღარ გადაიღებს.

გადაწყვეტილება დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, მიზეზი კი 2008-2010 წლებში ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტები გახდა, რომლებიც პედოფილიისა და გაუპატიურების თემებს ეხებოდა.

დისნეის ეს გადაწყვეტილება ფილმის ფანებს არ მოეწონათ და განის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს სადაც კომპანიას მოუწოდებენ აღადგინონ რეჟისორი და წარსული შეცდომები აპატიონ. ამ ეტაპზე მოთხოვნას 340 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ამ თემას გამოეხმაურა ჯეიმს განიც და თქვა, რომ ის წლების განამვლობაში იყენებდა მსგავს სარკასტულ იუმორს და ამ გზით ხშირად პროვოცირებდა ადამიანებზე, თუმცა ბოლო წლებში მისი მიდგომა ამ თემის მიმართ შეიცვალა.

“მე ბოდიში უკვე მოვიხადე იმ საშინელი ხუმრობის გამო, რამაც ძალიან ბევრ ადამიანს გული ატკინა. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს", - ამბობს განი.

მანამდე ოფიციალური განცხადება დისნეის პრეზიდენტმაც გაავრცელა.

"ჯეიმს განის ქმედებებს გამართლება არ აქვს და მისი საქციელი ჩვენი კომპანიის ფასეულობებს ეწინააღმდეგება", - ამბობს დისნეის პრეზიდენტი ალან ჰორნი.

ახლახან დუმილი დაარღვიეს თავად გალაქტიკის მცველების მსახიობებმაც და განის მხარდამჭერი ღია წერილი გაავრცელეს.

მსახიობები წერილში აღნიშნავენ, რომ განის გათვისუფლება მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და იმედოვნებენ, რომ ისტორია, რომელიც ჯეიმს განის სახელით დაიწყო მისითვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს განმა მარველის კომიქსების სუპერგმირებზე ორი ფილმი გადაიღო.