თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კუთხეა და ამაში დიდი წვლილი სუნთქვისშემკვრელ ხედებსაც მიუძღვის. შეიძლება თუშეთი უკვე მონახულებული გქონდეთ, მაგრამ ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ კიდევ ერთხელ მოგინდებათ გამგზავრება. საქმე ისაა, რომ თუშეთის ბუნება მუდმივად იცვლება.

"თუშეთს იაპონელ სტუმრებთან ერთად ვეწვიე. რთულად გადასალახი რელიეფის მიუხედავად, 3-დღიანი ტური დავგეგმეთ. გზად კი ულამაზეს გამჭვირვალე ტბას წავაწყდით, რომელიც რამდენიმე წლის წინ არ იყო. ის ზვავის შედეგად წარმოქმნა", - ამბობს ლაშა დევდარიანი, რომელმაც ფოტოები ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ე.წ "მეწყრის ტბა", რომელიც ცოტა ხნის წინ არ არსებობდა.

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani

ფოტო: Lasha Devdariani