ალბათ დაგვეთანხმებით თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში არ არის ბევრი ისეთი ადგილი, სადაც შეგვიძლია რეალობას მოვწყდეთ და პრობლემები ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ.

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შხაპი ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ადგილია და ის განსაკუთრებული იმით არის, რომ ჩვენ მასთან ყოველდღიური წვდომა გვაქვს.

სკოტ კოფმანი ჩატარებული სემინარის ფარგლებში ხსნის, თუ რა განაპირობებს შხაპის დროს ჩვენს ასეთ ქმედებას:

"ეს ის ადგილია, სადაც ჩვენს ტვინს თავისუფლება ეძლევა. შხაპში არავინ არის, რომ შეგაფასოთ, განგსაჯოთ, ან ხელი შეგიშალოთ. აქ თქვენს ტვინს და ცნობიერებას გზა ეხსნება, რომ თავისუფლად იფიქროს."

შხაპში ვალდებულებებისგან და სხვა გარე ფაქტორებისგან თავისუფალნი ვართ, არ გვაქვს მობილური, ინტერნეტი, ან სხვა რაიმე კომუნიკაციის საშუალება. შხაპისას არც რაიმეს მიღწევას ვცდილობთ, ეს საშუალებას აძლევს ჩვენ ტვინს, რომ ყოველდღიურობას გამოეთიშოს. ამ დროს კი მისი კრეატიული და შემოქმედებითი ნაწილი იღვიძებს.

ჩვენი ტვინი არასდროს ჩერდება, არც მაშინ, როდესაც ჩვენ თითქოს გვგონია, რომ არაფერზე ვფიქრობთ. შხაპი ის ადგილია, სადაც ჩვენი ტვინის შემოქმედებითი უბნები ისე აქტიურდება, რომ ჩვენ შეიძლება ამას ვერც ვიაზრებდეთ.

მანუშ ზომოროდიმ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეგნებულად უნდა ეცადათ ეცადათ მოწყენილ ხასიათზე ყოფნა, ეს კი მათ თავიანთი შემოქმედებითი მხარის განვითარების საშუალებას აძლევდა. ეს ერთ-ერთი სავარჯიშოა, რომელსაც თქვენი ტვინის კრეატიული მხარის განვითარება შეუძლია.

"ჩვენ გვგონია, რომ როდესაც ვისვენებთ, ამ დროს ისვენებს ჩვენი ტვინის მთავარი, მაღალფუნქციური უბნებიც. სინამდვილეში კი ეს პირიქითაა, ამ დროს ჩვენს გონებას ახალი და ორიგინალური იდეების მოფიქრების საშუალება ეძლევა."

ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენს ტვინს ყოველდღიურად მივცეთ იმის საშუალება, რომ დაისვენოს და ცოტა ხნით მაინც, პრობლემებზე არ ვიფიქროთ.