ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში, სამ ოლქში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად გიგი წერეთელი, გიორგი თევდორაძე და აკაკი ბობოხიძე წარადგინეს.

გიგი წერეთლის თქმით, მისი ბრძოლის მთავარი მიზანი ქუთაისის ევროპულ ქალაქად ჩამოყალიბება იქნება:

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვიბრძოლო ქუთაისში, ვიშრომო ქუთაისელებთან ერთად ქალაქში, რომელსაც უნდა ჰქონდეს რეალური ფუნქცია საპარლამენტო დედაქალაქის, საქართველოს პოლიტიკური ცენტრის, ის, რაც იყო ჩვენი ჩანაფიქრი და ის, რაც ამ ხელისუფლებამ შეაჩერა".

ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის ფუნქციის დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა წარდგენის შემდეგ აკაკი ბობოხიძემაც. ბობოხიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ქუთაისი გაისიგრძეგანებს ამ იდეის მნიშვნელობას და მხარს დაუჭერს ნაციონალურ მოძრაობას.