თბილისის ზღვაზე 27 წლის კაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.