თბილისში, ორთაჭალაში 24 ივლისს ნაცემი ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ის ჯარისკაცებმა სცემეს, რომლებიც ამ დრომდე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან.

თავდაცვის სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ ტრანსგენდერ ქალზე ეროვნული გვარდიის სამმა წარმომადგენელმა იძალადა. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მათ აქვთ უფლება დარჩნენ იმ პოზიციებზე, რომლებზეც ახლა მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.