Showtime-ის ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული სერიალი, The Affair, მეხუთე სეზონის შემდეგ დასრულდება. ინფორმაცია ამის შესახებ არხის პროგრამების განყოფილების პრეზიდენტმა, გარი ლევინმა დაადასტურა.

"ჩვენ ყველა ნიუანსი და დეტალი გვიყვარს ამ სერიალში, თუმცა ისევე როგორც ყველაფერს, მასაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ შოუზე წლების განმავლობაში მუშაობდა", - ამბობს ლევინი.

ამ ეტაპზე არხზე სერიალის მეოთხე ფინალი გადის, რომელიც 19 აგვისტოს სრულდება.