თუ ელექტრონული მუსიკა, ზღვა და მზე გიყვართ, 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით არაფერი დაგეგმოთ, რადგან სწორედ ამ დროს ანაკლიაში Echowaves ჩატარდება. ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე მსმენელის წინაშე 150-მდე არტისტი წარდგება.

დიდი სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ მომენტში ფესტივალის ტერიტორიაზე Eye სთეიჯის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც უმეტესად ჰაუს მუსიკას მოისმენთ.

ფოტო: Echowaves

სწორედ ამ სცენაზე იხილავთ KOLLEKTIV TURMSTRASSE-ს, Henrik Schwarz-ს, Robag Wruhme-სა და Moritz von Oswald-ს.

ფოტო: Echowaves

Echowaves ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფესტივალის, Exit-ის ქოლგის ქვეშ ტარდება.

ფოტო: Echowaves

გაიგეთ მეტი

ამავე თემაზე: