"უადგილო" კითხვების გამო CNN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში არ დაუშვეს
თეთრმა სახლმა CNN-ის ჟურნალისტი, კეიტლან კოლინსი აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროკომისიის თავმჯდომარის პრესკონფერენციაზე არ დაუშვა. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ჟან-კლოდ იუნკერის ფოტოსესიის დროს ის "უადგილო კითხვებსა და ყვირილში" დაადანაშაულეს.
ფოტოსესიისას კოლინსი ტრამპს ეკითხებოდა: "მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბატონმა [მაიკლ] კოენმა გიღალატათ?". მანამდე CNN-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტი და მისი ადვოკატი, მაიკლ კოენი Playboy-ს მოდელითვის, კარენ მაკდუგალისთვის ფულის გადახდას განიხილავენ. ფოტომოდელი ამტკიცებს, რომ ტრამპთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.
CNN-ის ჟურნალისტმა ტრამპს, ასევე, ჰკითხა რატომ არ იღებს ვლადიმერ პუტინი მის მოწვევას. აშშ-ის პრეზიდენტმა არც ერთ კითხვას არ უპასუხა.
ღონისძიების შემდეგ თეთრი სახლის კომუნიკაციის დეპარტამენტში კოლინს განუცხადეს, რომ ტრამპისა და იუნკერის 26 ივლისის პრესკონფერენციაზე დაშვებული არ იქნება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ კეიტლან კოლინსი მისი ქცევის გამო არ დაუშვეს. მან დაამატა, რომ ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ პრესას და ყველას სთხოვენ, რომ პრეზიდენტისა და მისი სტუმრების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ.
სხვა ჟურნალისტები, რომლებიც იმ მომენტისთვის ოთახში იყვნენ, ყვებიან, რომ კოლინსის მოქმედებები უადგილო არ იყო. CNN-ის ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა FoxNews-მა კი განმარტა, რომ კოლინსის არდაშვებას არ ეთანხმებიან და მას მხარდაჭერას უცხადებენ. თეთრი სახლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ:
"თუ თეთრ სახლს არ სიამოვნებს კითხვები, რომლებიც დღის წესრიგში დგას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უადგილოა. ჟურნალისტის არდაშვების გადაწყვეტილება თავისი შინაარსით რეპრესიულია და არ შეესაბამება პრესის თავისუფლების პრინციპებს".
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები