დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ემირატების ავიახაზების ბოინგ 777-ს დაშვებისას ცეცხლი წაეკიდა. არსებული ინფორმაციით, დროულად მოხერხდა მგზავრთა ევაკუაცია და დაღუპულები არ არიან. ინციდენტის გამო დუბაის აეროპორტში ამ წუთებში შეჩერებულია ყველა ავიარეისი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ინციდენტი. Flightradar24-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი რეისს ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქიდან დუბაის მიმართულებით ასრულებდა. დუბაის აეროპორტში მყოფი მგზავრები ტვიტერზე აქვეყნებენ ცეცხლმოდებული თვითმფრინავის ფოტოებსა და ვიდეოებს.

ემირატების ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 275 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც კომპანია აცხადებს, ისინი დამატებით ინფორმაციას ინცინდენტის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელებენ.