გრეის ანატომიის ვარსკვლავს, ელენ პომპეოს ლგბტ უფლებების დაცვისთვის ჯილდოს გადასცემენ.

პომპეო ნიუ-იორკში, GLSEN-ის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დაჯილდოვდება, სადაც ლგბტ უფლებების დამცველი ყველა ამერიკული ორგანიზაცია შეიკრიბება.

ღონისძიება 19 ოქტომბერს გაიმართება.

აქამდე ეს ჯილდო ორგანიზაციამ უკვე გადასცა კერი ვაშინგტონს, ჯესიკა ბილს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, ჯულია რობერტსს, შონდა რაიმსსა და სხვებს.