ოსკარის მფლობელი მსახიობი, ნატალი პორტმანი ახალ ფილმში, Pale Blue Dot ასტრონავტის როლს შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის ლიზა მარი ნოვაკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რამდენიმე წლით, კოსმოსში მისიის შესასრულებლად წავა. ასტრონავტი, მას შემდეგ, რაც კოსმოსიდან დაბრუნდება, მიხვდება, რომ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და კარგავს რეალობის აღქმას. სწორედ ამის შემდეგ, ნოვაკი 2007 წელს ადამიანის გატაცებისთვის დააპატიმრებს.

მსახიობმა ინსტაგრამზე ფილმის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ვიზუალი მთლიანად შეცვლილია:

In character as Lucy Cola. 📷: @hilstills #sneakpeek

A post shared by Natalie Portman (@natalieportman) on

ნატალი პორტმანთან ერთად ფილმში ჯონ ჰამი და ელენ ბერსტინი თამაშობენ.