ჰოლანდიაში 11 ჩვილი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ქალებს ექსპერიმენტისთვის ვიაგრა მისცეს
ჰოლანდიაში ექსპერიმენტმა, რომელსაც ორსულობის მიმდინარეობაზე ვიაგრას შესაძლო დადებითი ეფექტები უნდა შეესწავლა, 11 ჩვილის სიკვდილი გამოიწვია. მეცნიერები ცდილობდნენ, შეემოწმებინათ შეეძლო თუ არა სილდენაფილს, წამალს, რომელიც ვიაგრას სახელით არის ცნობილი საშვილოსნოში ბავშვის ზრდაზე დადებითი გავლენის მოხდენა.
კვლევა ჰოლანდიის 11 სხვადასხვა საავადმყოფოში მიმდინარეობდა.
ვიაგრა სისხლძარღვებს აფართოებს და ის მამაკაცებში ერექციის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. მეცნიერების აზრით, ვიაგრას საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევა უნდა გაეუმჯობესებინა, რაც ჩანასახის ზრდას ხელს შეუწყობდა.
ექსპერიმენტში მონაწილე ქალებს საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდათ, ამის გამო მათი ჩვილების გადარჩენის შანსი მცირე იყო.
კვლევის მიმდინარეობისას მაკონტროლებელმა კომიტეტმა აღმოაჩინა, რომ ფილტვების პრობლემებით იმაზე მეტი ბავშვი იბადებოდა, ვიდრე სავარაუდო იყო და ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეჩერდა.
პროცესის მიმდინარეობისას ვიაგრა ჯამში 93-მა ქალმა მიიღო. ფილტვების პრობლემები კი 17 ბავშვს აღმოაჩნდა და მათგან 11 გარდაიცვალა. დამატებით, ექსპერიმენტისგან დამოუკიდებლად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით კიდევ 8 ბავშვი დაიღუპა.
ასევე არსებობდა 90 ქალისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფი, რომლებმაც ვიაგრას ნაცვლად პლაცებო ტაბლეტი მიიღეს. ამ ჯგუფიდან ფილტვის პრობლემებით მხოლოდ სამი ბავშვი დაიბადა. კვლევისგან დამოუკიდებელი მიზეზებით კი ამ ჯგუფში 9 ბავშვი დაიღუპა.
სავარაუდოა, რომ წამალმა ჩვილების ფილტვებში სისხლის წნევის აწევა გამოიწვია, რამაც მათ ჟანგბადის მიწოდება შეუზღუდა.
"ჩვენ ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ სილდენაფილს ნაყოფის ზრდაზე კარგი გავლენა აქვს, თუმცა საპირისპირო შედეგი მივიღეთ, რაც შოკისმომგვრელია," - აცხადებს გინეკოლოგი უესელ გენსვორტი. კვლევის ფარგლებში წამლის არანაირი პოზიტიური გავლენა არ გამოვლენილა. უესელი აცხადებს, რომ ექიმებს ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც ვიაგრამ ნაყოფზე დადებითად იმოქმედა.
"ჰოლანდიაში ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან. წამლის პრაქტიკაში დანერგვამდე ის მრავალჯერ უნდა გამოიცადოს და შემოწმდეს. ამის აუცილებლობა ამ ექსპერიმენტშიც კარგად გამოჩნდა," - ამბობს კვლევის ავტორი უესელ გენსვორტი.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები