მსტერდამში შიდსის თემაზე გამართულ კონფერენციას ელტონ ჯონი და პრინცი ჰარი ესწრებიან, რომლებმაც ახალი პროექტის MenStar Coalition წარადგინეს.

როგორც ცნობილია, პროექტის განსახორციელებლად $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა და ის შემდეგი წლიდან, აფრიკაში დაიწყება.

პროექტის მიზანია, მოსახლეობას აუმაღლოს ცოდნა შიდსთან დაკავშირებით და დაეხმაროს მათ რეგულარულად ჩაუტარდეს ანალიზი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა გახდება საჭირო, ორგანიზაცია თავად აანაზღაურებს მას.