მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავი აარიდა კითხვას, რომელიც ეხებოდა იმას, შეუძლია თუ არა მანჩესტერ იუნაიტედს ამ შემადგენლობით ტიტულის მოგება.

ამ ზაფხულს "წითელმა ეშმაკებმა" სამი ფეხბურთელი შეიძინეს და ჯამში 68 მილიონი ფუნტი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ESPN-ს მოურინიომ განუცხადა, რომ კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავდა.

2017-18 წლის სეზონი მანჩესტერმა მეორე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა 19 ქულით მანჩესტერ სიტის. მათ ასევე ინგლისის ასოციაციის თასიც დათმეს ჩელსისთან.