აშშ-ის სამი ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი CBS-ის პოლიტიკურ დრამაში, Madam Secretary, ითამაშებენ.

პოლიტიკოსები შოუს მეხუთე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდებიან, რომელიც ეთერში 7 ოქტომბერს გავა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თემაზე იქნება ეს კონკრეტული ეპიზოდი.

რაც შეეხება სერიალს, მისი სიუჟეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ისტორიას მოგვითხრობს და ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს.

შოუმ ქართველების ნაწილს იმით დაამახსოვრა თავი, რომ მეოთხე სეზონის მე-14 სერიის ეპიცენტრში აფხაზეთი მოხვდა, თუმცა ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისე მოიხსენიეს.