ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, არამედ მოქმედი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დამსახურებაა. ოცნების მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაისში დაფიქსირდა, როცა პრემიერი კვირიკაშვილი იყო, ბახტაძე კი - ფინანსთა მინისტრი.

"თუ ვინმეს აქვს განსაკუთღებული წვლილიშ დავასახელებ ბახტაძეს და არა კვირიკაშვილს. მოგების გადასახადის გაუქმება, მაგრამ იმ ფორმით როგორი ფორმითაც მან შემოგვთავაზაშ დაანგრევდა ბიუჯეტს. უკუეფექტს მივიღებდით", - განაცხადა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, კვირიკაშვილის საქართველოს თავისუფალ ვაჭრობაში განსაკუთრებული არა, თუმცა, რაღაც წვლილი ჰქონდა.

ივანიშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედა:

  • ვროპასთან თავისუფალმა ვაჭრობამ;
  • ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობამ;
  • საგადასახადო პოლიტიკამ.

"საგადასახადო პოლიტიკაში ახალმა ფინანსთა მინისტრმა ითამაშა დიდ როლი და არა ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა", - თქვა ივანიშვილმა.