დაავადებები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ
ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს მრავალი დაავადება, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი დასვენების დღეები ჯოჯოხეთად აქციონ.
დაავადების განსაკუთრებულად მაღალი რისკი კი სხვადასხვა კურორტია და რა თქმა უნდა, მათ შორის არის ზღვისპირა ტურისტული ზონები, სადაც თბილ კლიმატთან ერთად, უამრავი ადამიანიც იყრის თავს.
დღეს ისეთ დაავადებებზე მოგიყვებით, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ.
ვირუსული დაავადებები
გავრცელებული მითის მიუხედავად, ვირუსი სულაც არაა ის, რაც მხოლოდ ზამთარში შეიძლება დაგემართოს. ისეთ ხალხმრავალ ადგილას, როგორიც ზღვის სანაპიროა, დაავადების რისკი ერთი-ორად მატულობს. ხშირად ვირუსი მიმდინარეობს გამონაყარისა და მაღალი სიცხის პარალელურად. რაც შეეხება ენეტეროვირუსს, ის ჩვეულებრივი ვირუსი არაა და სინამდვილეში ნაწლავური ინფექციაა.
ექიმების რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით.
აქტუალურია ჰერპესიც, რომელიც აქტიური წყლულების შემთხვევაში კოცნით გადადის.
ინფექციები
სამი ფაქტორი - მუცლის ტკვივილი, დიარეა და ცხელება - მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე მიგვანიშნებს, რაც ზაფხულში განსაკუთრებით გავრცელებულია. განსაკუთრებით სახიფათო პერიოდია ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
აუცილებელია, სიცხის დროს გამძაფრებული ყურადღება მიაქციოთ ჰიგიენას. არ დალიოთ წყალი, თუ მის სისუფთავეში დარწმუნებული არ ხართ და ნუ გამოიყენებთ სხვა ადამიანის პირად ნივთებს.
პარაზიტული დაავადებები
პარაზიტებს ჩვენს ორგანიზმში მოსახვედრად არც თბილი წყალი სჭირდებათ და არც სიცოცხლისათვის განსაკუთრებული პირობები. ისინი არიან ყველგან, სადაც ფეხი მიუწვდებათ და ჩვენი სახით საკვები ეგულებათ. განსაკუთრებით საშიშია გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა.
საკვებით ინტოქსიკაცია
თუ ნამდვილად ნესვმა ან საზამთრომ გაწყინათ, ამ შემთხვევაში საკვებით ინტოქსიკაციასთან გაქვთ საქმე. ეს მაშინ ხდება, როდესაც ხილი ან ბოსტნეული დიდი რაოდენობით ტოქსინებით არის გაჯერებული. როგორც წესი, საკვებით ინტოქსიკაცია მალევე ვლინდება და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
გინეკოლოგიური პრობლემები
დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ნებისმიერ მიკრობს ძალიან მოსწონს ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი და დაინფიცირებაც ადვილად ხდება, ზღვაზე კი რისკ-ფაქტორები იმატებს. ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებელია სუფთა წყლის გადავლება და საგულდაგულოდ გამშრალება. ნესტი, მაგალითად, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს სიარული, ორმაგად ზრდის სოკოვანი დაავადებებისა თუ ინფექციების რისკს. თუ ზღვაზე დასვენების შემდეგ აღგენიშნებათ ჭარბი გამონადენი, ქავილი და წვის შეგრძნება, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს.
ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოკვლევის ჩატარება ისედაც სასურველია, რადგან ნებისმიერი უცხო გარემო გამოწვევაა სხეულის მიკროფლორისათვის, გინეკოლოგიური ინფექციების დიდი ნაწილი კი ჩუმად, ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე დღეს, 24 ივლისს "სხვა შუადღის" ეთერში გაცილებით ვრცლად ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები