თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. შემთხვევა 23 ივნისს ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაზარალებულის ცნობით, მას თავს სამი კაცი დაესხა.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხვაზეა დაბარებული ორივე მხარე და დანიშნულია ექსპერტიზა.