მსოფლიოსთვის იმის მოსაყოლად, თუ როგორ გახდა შვედეთში მაიმუნების ყოლა არალეგალური, შვედმა მხატვარმა, მატიას ფილედემ სახალისო გზა მოიფიქრა.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრისთვის სულელურად დახატული ვიდეო-ანიმაცია და გახმოვანება საკმარისი აღმოჩნდა.

"ყველა კანონისთვის, ვიღაცამ რაღაც სულელური უნდა გააკეთოს", - წერია იუთუბზე ვიდეოს აღწერაში. ეს სისულელე მატიასის ბაბუამ 1960-იან წლებში ჩაიდინა, როცა სახლში მაიმუნი მიიყვანა და ეს საქციელი მას თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

როგორც მატიასი ყვება, ბაბუა თავის მაღაზიაში იყო, როცა მას უცნობმა კაცმა მაიმუნის ყიდვა შესთავაზა. ყიდვის შემდეგ, მან ცხოველი სახლში მიიყვანა, სადაც მაიმუნმა მას ფეხზე უკბინა.

საბედნიეროდ, ბაბუამ იცოდა, რომ მაიმუნებს ადამიანის მოკვლა როცა სურდათ, ისინი მას ჯერ ფეხზე, შემდეგ კი კისერზე კბენდნენ, ამიტომ, მან კისერი დაიცვა და ასე გადაურჩა სიკვდილს.

მოგვიანებით, გაზეთების საშუალებით, მატიასის ბაბუას ამბავი მთელმა შვედეთმა გაიგო და მაშინ აღმოჩნდა, რომ მაიმუნების ყოლა ქვეყანაში კანონიერი იყო. სწორედ ამის მერე აიკრძალა შვედეთში მაიმუნების შინაურ ცხოველად აყვანა.