სერენა უილიამსი 23-ჯერ გახდა ჩემპიონი ჩოგბურთში და როგორც ჩანს, მისი ცხოვრება კორტების მიღმაც თვალისმომჭრელია. ჩოგბურთის ნამდვილმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ იტალიაში სპონტანურად დაგეგმა მოგზაურობა, რაც მისი ქმრის, ალექსის ოჰანიანის დამსახურებაა.

როგორც აღმოჩნდა, სერენას ერთ დღეს იტალიური კერძები მოენატრა და ამაზე ქმარს გაანდო, ალექსისმა კი ის იმავე დღეს ვენეციაში სავახშმოდ წაიყვანა.

"მას იტალიური ვახშამი უნდოდა, ასე რომ..." - დაწერა მან ფეისბუქზე.

She wanted Italian for dinner, so...

A post shared by Alexis Ohanian Sr. (@alexisohanian) on

იტალია წყვილის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მათ ერთმანეთი რომში გაიცნეს და ერთ წელს, ზუსტად იგივე ადგილას მან სერენას ხელი სთხოვა.

წყვილს 10 თვის გოგონა ჰყავთ, სახელად ალექსის ოლიმპია ოჰანიან ჯუნიორი.