მას შემდეგ რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლს შეასრულებს, უკვე ვიცით ისიც, რომ ფილმის ნახვის საშუალება 2019 წლის 4 ოქტომბერს გვექნება.

ფილმის შესახებ ბევრი ინფორმაცია ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, ერთადერთი ვიცით ის, რომ კინოსურათში აქცენტი ჯოკერის დედის პერსონაჟზეც გაკეთდება. ამ როლზე კინოსტუდიამ ორი ოსკარის მფლობელი ფრენსის მაკდორმანდი მიიწვია, თუმცა მან როლზე უარი თქვა. საბოლოოდ ამ როლზე პროდიუსერმა მარტინ სკორსეზემ ფრენსის კონროი მიიწვია.

გარდა ამისა, ამავე ფილმში ვიხილავთ რობერტ დე ნიროსაც, რომელიც კინოსურათში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის როლს მოირგებს. სწორედ ამ პერსონაჟს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ ჯოკერი შეშლილ კრიმინალად გადაიქცა.

შეგახსენებთ, რომ Warner Bros. ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმს გადაიღებს, რომლის რეჟისორიც ტოდ ფილიპსი იქნება.