დასავლეთ საქართველოში 25 ივლისს მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 26 ივლისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, 24-26 ივლისს თბილისში, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა კი +37 გრადუსამდე მოიმატებს.