სან ხოსესთან ფრედ დაასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მანჩესტერი გუნდი არ არის.

"ჩვენ გუნდი კი არა, სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებისგან შემდგარი ჯგუფი ვართ. [...] ზოგი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობიდანაა, ზოგი 23 წლამდელებიდან, ზოგი იჯარით გვყავდა გაშვებული და დაგვიბრუნდა, ზოგი 18 წლამდეა. ახლანდელი გუნდით უკეთეს ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ", - განაცხადა მოურინიომ.

მანჩესტერელები ახლა წინასასეზონო მზადებას აშშ-ში გადიან, თუმცა იმის გამო, მათმა ბევრმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, მზადების პროცესში ჩართვა ვერ მოახერხეს.